ვენესუელაში საფეხბურთო ნაკრების ექიმი მოკლეს

AutoSharing Option
ვენესუელაში ადგილობრივი საფეხბურთო ნაკრების ექიმი და 20-წლამდელთა ნაკრების ფიზიოთერაპევტი ხესუს გუაკარანი მოკლეს.

გუაკარანი აფთიაქიდან გამოდიოდა, როდესაც მას თავში ესროლეს. საინტერესოა, რომ მკვლელს მისი ნივთებისთვის ხელი არ უხლია.

მომხდარს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენესუელელი ფეხბურთელი სალომონ რონდონი გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად "ვესტ ბრომვიჩში" თამაშობს.

"ტკივილის და დაუცველობის გრძნობა მიჩნდება იმ ფაქტით, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. მადლობა ყველაფრისთვის, გუაკარან. ყოველთვის მემახსოვრება ის ბედნიერება, რაც შენგან მოდიოდა. ჩემი ღრმა სამძიმარი მთელ შენს ოჯახს“, - დაწერა რონდონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული