"ბეშიქთაშის" მწვრთნელს თავი გაუტეხეს და "ფენერბახჩესთან" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთში თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი "ფენერბახჩესა" და "ბეშიქთაშს" შორის 58-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და აღარ გაგრძელებულა.

იმის გამო, რომ ფანები მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მსაჯმა სამჯერ გააჩერა თამაში, მერე კი 58-ე წუთზე "ბეშიქთაშის" მწვრთნელს შენოლ გიუნეშს თავი გაუტეხეს და შეხვედრა ჩაიშალა.

შენოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს და 5 ნაკერი დაადეს.

ამ მატჩის პირველ ტაიმში "ბეშიქთაშის" მცველი პეპე გააძევეს, პირველ შეხვედრაში კი, რომელიც 2:2 დასრუდა, არბიტრმა 3 ფეხბურთელს უჩვენა წითელი ბარათი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე ცუდი ჯიში მსოფლიოში! ყველაზე მეტი საფრთხე საქართვერლოს კი არა მთელს ევროპას სწორედ თურქებისგან აქვს
სანდრო
14:23 20-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული