საინტერესო მოკლე ისტორია: რატომ მიჰყიდა მწვრთნელმა თავისი თავი სხვა გუნდს?

AutoSharing Option
"კარლაისლის" მოთამაშე-მწვრთნელმა ივან ბროადისმა 1949 წელს თავისი თავი სხვა კლუბს მიჰყიდა.

ეს გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ სურდა, იმ გუნდის ფინანსური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, რომელსაც ის ტოვებდა.

ბროადისი 1946 წელს ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე-მწვრთნელი გახდა, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ "კარლაისლს" ფინანსური პრობლემები ჰქონდა, საკუთარი თავი "სანდერლენდს" 18 000 ფუნტად მიჰყიდა.

შემდგომში მან "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრებშიც ითამაშა, თუმცა საბოლოოდ ქალაქ კარლაისლში დაბრუნდა და ადგილობრივ გაზეთში დაიწყო მუშაობა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
??
Esteban Granero
16:16 02-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული