ჩაკვეტაძემ პირველად დაიწყო თამაში სასტარტოდან - "უოტფორდი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მეათე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „სანდერლენდთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე პირველად დააყენა სასტარტოში და 65-ე წუთზე შეცვალა. მან თავის გუნდში ყველა ანალიტიკური საიტისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 9 ქულით ოცდამეერთე ადგილზეა და 7 ოქტომბერს სტუმრად „კარდიფ სიტის“ შეხვდება.

სანდერლენდი. „სტადიუმ ოფ ლაიტი“
სანდერლენდი - უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ჰაგინსი (43), 2:0 ბა (62)
გაძევება: ენდრიუსი (87, უოტფორდი)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ითამაშა ერთი ორი თამაში და ლიტვასთან ხოდა ამომავალი ვარსკვლავიო ასეო ისეო გენტში ვაფშე ვერაფერს ვერ შვებოდა მაგ დროს აბა სკაუტები აკვირდებიანო ეს პრესა ხო სულ აჭრებული იყო ჩაკვე ჩაკვეს ძახილით არადა სულ 3-4 თამაში იტამაშა ბიჭმა ნორმალურად და ეგიყო ვსო !
ქეცბაია ტიმურა
16:07 05-10-2023
11
მარტო მე მეჩვენება რომ ფიზიკურად საგრძნობლად მომატებული აქვს? კუნთის მასაც ბევრად მომატებული აქვს. მიდი ჩაკვე მიაწექი ბოლომდე. მთავარია ეს სეზონი უტრავმოთ ჩაამთავრო და კაი საზაფხულო შეკრება გაიარო სრულფასოვანი. ჯერ წინ გელოდება დიდი გუნდები. დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე დიდი პოტენციალი გაქვს დღევანდელ ქართველ ფეხბურთელებში.
kicha
13:44 05-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული