"სიმსივნის ამ ფორმის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია პროგრესირების ტემპის შემცირება. აგვისტოში ტრანსლპანტაციას დავასრულებ და უკეთესობის იმედი მაქვს", - უთხრა ჰენრიკსენმა ჟურნალისტებს.
მან 1998-2004 წლებში დანიის ეროვნულ გუნდში 66 მატჩი ჩაატარა, ევროპის ორ და მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, 2000 წელს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.