ლიგა 1. XXXVI ტურის წინ: ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის

AutoSharing Option
"ლიონი", "მონაკო", "მარსელი" - ამ ტრიოდან ერთი ზედმეტია, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მხოლოდ ორი მიიღებს. თანაც, მხოლოდ მეორე ადგილზე გასული "ჩაჯდება" პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე.

პირველი კი, კარგა ხანია ცნობილია - "პარი სენ-ჟერმენი" შესაძლოა, ევროგრანდებში ჯერ ვერ მკვიდრდება, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე ერთი თავით მაღლაა, ზოგზე კი - მეტითაც. დღეს პსჟ "ამიენს" ესტუმრება. უნაი ემერის ბოლო სამი მატჩი დარჩა გასამართავი, რადგან უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ იგი პსჟ-ის დამრიგებელი აღარ იქნება. წინა ტურში ედინსონ კავანიმ სეზონში მეშვიდე დუბლი მიითვალა და ის 115 გოლით
ლიგა 1-ში პსჟ-ის ყველა დროის ბომბარდირი გახდა. იგი უკვე 2 გოლით უსწრებს ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

"ამიენთან" შეხვედრას ტრავმირებული კვარტეტი (ნეიმარი, დიარა, ვერატი და ბენ არფა) გამოტოვებს.

მე-2 ადგილზე მყოფი "ლიონი" "ტრუას" მიიღებს და, წესით, ეს ადგილი ამ ტურში არ უნდა დაკარგოს. ექსჩემპიონი "მონაკო" "კაენს" ესტუმრება, ხოლო "მარსელი" ტურს "ნიცასთან" პრინციპულ დაპირისპირებაში დაასრულებს. ყველა ეს შეხვედრა კვირას გაიმართება.

ფაქტები
  • პსჟ-მა ბოლო 45 მატჩიდან 36-ში სულ მცირე, 2 გოლი გაიტანა.
  • "ტრუამ" ბოლო 13 საგარეო შეხვედრიდან 12 დათმო.
  • "მარსელი" ბოლო 30 მატჩიდან 27-ში დაუმარცხებელია.
  • პსჟ-ს "ამიენთან" ბოლო სამ დაპირისპირებაში გოლი არ გაუშვია.
  • სამივე ეს შეხვედრა პარიზულმა კლუბმა მოიგო.
  • "ნიცა" ბოლო 10 ტურიდან 9-ში დაუმარცხებელია.
  • "კაენს" 7-ტურიანი მოუგებელი სერია აქვს.
  • "ლიონმა" ჩემპიონატში ბოლო 7 თამაში მოიგო.

ლიგა 1. XXXVI ტური
პარასკევი, 4 მაისი
ამიენი-პსჟ 22:45

კვირა, 6 მაისი
სტ. ეტიენი-ბორდო 17:00
ლიონი-ტრუა 18:30
კაენი-მონაკო 19:00
დიჟონი-გენგამი 19:00
მეცი-ანჟერი 19:00
ნანტი-მონპელიე 19:00
რენი-სტრასბური 19:00
ტულუზი-ლილი 19:00
მარსელი-ნიცა 23:05

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 20 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული