ამ დროს ჩემი სამშობლო მეორედ დაიბადა - როგორ შეაჩერა დიდიე დროგბამ კოტ'დიუვარში სამოქალაქო ომი?

AutoSharing Option
დიდიე დროგბას ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, მაგრამ ბევრმა გულშემატკივარმა ალბათ არ იცის, რომ მან საკუთარ სამშობლოში სამოქალაქო ომი შეაჩერა.

კოტ'დიუვარში სამოქალაქო ომი თითქმის 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორ შეაჩერა "ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა ომი? - 2005 წელს სანაკრებო თამაშის შემდეგ, თანაგუნდელებით შემორტყმულმა დიდიემ, მუხლებზე დაცემულმა პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა.

Sportall.Ge

მან დაპირისპირებულ მხარეებს სთხოვა ომი შეეწყვიტათ.

"ეს მე ინსტიქტურად გავაკეთე. ომის შეწყვეტა ყველა ფეხბურთელს სურდა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა კი ამის დაგვირგვინება იყო", - იხსენებს დროგბა.

კულმინაციური მომენტი
მადაგასკართან აფრიკის თასზე თამაში იყო, როდესაც ორი დაპირისპირებული ლიდერი ერთად იდგა და ქვეყნის ჰიმნს მღეროდა.

"ამ დროს ვიგრძენი, რომ კოტ'დიუვარი მეორედ დაიბადა. არაერთი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მშვიდობის ნახვას არაფერი სჯობს.

როდესაც ომის შემდეგ კოტ'დიუვარის ქუჩებში გავდიოდი, თავს ამაყად და ბედნიერად ვგრძნობდი. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ეს იყო ჩემი ოქროც და ჩემი ჯილდოც", - ამბობს დროგბა.

Sportall.Ge

დიდიე სამშობლოში მეფედაა შერაცხული. ქვეყანაში მრავალ ნივთს წააწყდებით, რომელიც დროგბას გამოსახულებითაა.

თითოეული კოტ'დიუვარელისთვის, დიდიე მშვიდობასთან და მათი ქვეყნის ერთიანობასთან ასოცირდება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /

ზასტაველი-ს. მხედრიონს სანამ ახსენებ, პირში წყალი გამოივლე ...!!!! ნაღდ მხედრიონელს, საქართველოს ერთი მტერი მაინც გაუსაღებია, მაგრამ შენ რა გაგიკეთებია, შენ!!!!! ჭორებს აყოლილო?? მიდი აბა, თვალებში ჩახედე ნებისმიერ მხედრიონელს და გაიმეორე რაც აქ დააბრეხვე. შე კლავიატურის "ლომო", შენა!!!!
dima
15:03 07-05-2018
3
ზუსტად კიკაბიძესავით გაუკეთებიდა მხედრიონს შეკვრია.
ზასტაველი
17:08 06-05-2018
3

სიახლეები პოპულარული