კოტ'დიუვარში სამოქალაქო ომი თითქმის 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორ შეაჩერა "ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა ომი? - 2005 წელს სანაკრებო თამაშის შემდეგ, თანაგუნდელებით შემორტყმულმა დიდიემ, მუხლებზე დაცემულმა პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა.
მან დაპირისპირებულ მხარეებს სთხოვა ომი შეეწყვიტათ.
"ეს მე ინსტიქტურად გავაკეთე. ომის შეწყვეტა ყველა ფეხბურთელს სურდა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა კი ამის დაგვირგვინება იყო", - იხსენებს დროგბა.
კულმინაციური მომენტი
"ამ დროს ვიგრძენი, რომ კოტ'დიუვარი მეორედ დაიბადა. არაერთი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მშვიდობის ნახვას არაფერი სჯობს.
როდესაც ომის შემდეგ კოტ'დიუვარის ქუჩებში გავდიოდი, თავს ამაყად და ბედნიერად ვგრძნობდი. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ეს იყო ჩემი ოქროც და ჩემი ჯილდოც", - ამბობს დროგბა.
დიდიე სამშობლოში მეფედაა შერაცხული. ქვეყანაში მრავალ ნივთს წააწყდებით, რომელიც დროგბას გამოსახულებითაა.
თითოეული კოტ'დიუვარელისთვის, დიდიე მშვიდობასთან და მათი ქვეყნის ერთიანობასთან ასოცირდება.