იაია ტურე: თუ დამიძახებენ, "ბარსელონაში" დავბრუნდები
AutoSharing Option
34 წლის კოტდივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე მალე თავისუფალი აგენტის სტატუსით "მანჩესტერ სიტის" დატოვებს და როგორც ამბობს, "ბარსელონაში" დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
"თუ დამიძახებენ, "ბარსელონაში" დავბრუნდები. აუცილებლად დავთანხმდები, ეს საუკეთესო გუნდია. ლეო მესი და ანდრეს ინიესტა მენატრებიან.
"ბარსა" ჩემი ცხოვრების საუკეთესო გუნდი იყო, ყველაფერი მომცა და იქ დიდი გამოცდილება მივიღე".