საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელად ფინელ სპეციალისტს დანიშნავენ

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლატვიის ეროვნული გუნდის მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვი 3 აპრილს გადააყენეს და მის ნაცვლად ფინელ მიქსუ პაატილაინენს დანიშნავენ.

51 წლის პაატილაინენს კონტრაქტს ერთა ლიგაზე ნაკრების მონაწილეობის ბოლომდე გაუფორმებენ.

მიქსუ თავდამსხმელი იყო, 20 წლისამ დატოვა მშობლიური "ხაკა" და საზღვარგარეთ, უმეტესად შოტლანდიაში ბურთაობდა. ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო: სათავეში ედგა "ჰიბერნიანს", "კილმარნოკს", "დანდი იუნაიტედს" და ფინეთის ნაკრებს (2011-2115 წლებში).

2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთთან ერთად იყო და პაატილაინენი ქართულ ფეხბურთს ურიგოდ არ იცნობს. თუმცა,
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ჩვენი გუნდიც გადახალისდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული