51 წლის პაატილაინენს კონტრაქტს ერთა ლიგაზე ნაკრების მონაწილეობის ბოლომდე გაუფორმებენ.
მიქსუ თავდამსხმელი იყო, 20 წლისამ დატოვა მშობლიური "ხაკა" და საზღვარგარეთ, უმეტესად შოტლანდიაში ბურთაობდა. ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო: სათავეში ედგა "ჰიბერნიანს", "კილმარნოკს", "დანდი იუნაიტედს" და ფინეთის ნაკრებს (2011-2115 წლებში).
2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფში ფინეთთან ერთად იყო და პაატილაინენი ქართულ ფეხბურთს ურიგოდ არ იცნობს. თუმცა,