ისრაელის გუნდს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელი დაარქვეს

AutoSharing Option
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპატივცემულოდ, ისრაელის "ბეითარმა" სახელწოდება შეიცვალა და ამიერიდან "ბეითარ ტრამპ იერუსალიმად" იწოდება.

ასე გადაუხადა ამ კლუბმა მადლობა ტრამპს იმისათვის, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას დაუჭირა მხარი.

"ბეითარი" ქვეყნის ექვსგზის ჩემპიონია, ამ სეზონში კი მე-2 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

იერუსალიმის სტატუსი პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ერთ-ერთი საკვანძოა. ისრაელმა ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი 1967 წლის ომის შემდეგ დაიკავა. იერუსალიმზე ისრაელის უფლებას აქამდე მსოფლიო თანამეგობრობა არ აღიარებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული