იკერ კასილიასი "პორტუში" დარჩა

AutoSharing Option
"პორტუმ" ვეტერან მეკარესთან, იკერ კასილიასთან 2019 წლის 30 ივნისამდე კონტრაქტის გახანგრძლივება იუწყა.

მხარეები კარგა ხანი ვერ ახერხებდნენ ახალი ხელშეკრულების ფინანსურ დეტალებზე მოლაპარაკებას და როგორც იტყობინებიან, იკერი ხელფასის შემცირებაზე დათანხმდა.

ის "დრაკონების" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, გასულ სეზონში კი პორტუგალიის ჩემპიონატის 20 მატჩში 9 გოლი გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული