ამათ უნდათ მუნდიალზე მედლების მოგება? -რუსეთი ავსტრიასთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი, რუსეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან 0:1 დამარცხდა.

რუსებს მუნდიალზე რომელიმე სინჯის მედლების მოგების იმედი აქვთ, ინსბრუკში წაგებულ შეხვედრაში კი 14-ჯერ დაარტყეს კარისაკენ ბურთი და ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს კარის ჩარჩოში.

მწვრთნელის სტანისლავ ჩერჩესოვის ხელში ამ გუნდმა 19-დან 9 თამაში წააგო (ზედიზედ მესამე) და მიჯრით 6 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვება.

თუმცა, სტანისლავი ამბობს, რომ ბევრი პოზიტიური დაინახა თავისი გუნდის ასპარეზობაში, ბოლო პასი არ უვარგოდათ და ამაზე იმუშავებენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსეთი მერვედფინალშიც ვერ გავა ასეთი თამაშით. ადრე, სსრკ ნაკრებში საქართველოს და უკრაინის ფეხბურთელები თუ ბრწყინავდნენ.
მერაბი
09:17 31-05-2018
2
თუ myscore-ს სტატისტიკას დაიჯერებთ, რუსეთის ნაკრებმა 4 ჯერ დაარტყა კარისკენ, მაგრამ კარში ვერ მოახვედრეს
მერაბ1970
07:55 31-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული