საფრანგეთმა იტალია 3:1 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიცაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა იტალიას 3:1 მოუგო.

ანგარიში დებიუტში სამუელ უმტიტიმ გახსნა, შემდეგ ანტუან გრიზმანმა პენალტით მეორედ დაამწუხრა სალვატორე სირიგუ, 36-ე წუთზე კი ლეონარდო ბონუჩიმ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი გალებმა 2:1 მოიგეს.

63-ე წუთზე უსმან დემბელემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

საფრანგეთი: ლორისი, რამი, უმტიტი, ერნანდესი (მენდი 62), პავარდი, პოგბა (ნ'ზონზი 86), კანტე, ტოლისო (მატიუიდი 77), გრიზმანი (ჟირუ 77), დემბელე (ლემარი 71), მბაპე (ტოვენი 83)

იტალია: სირიგუ, ბონუჩი, დ'ამბროზიო (ფლორენცი 74), დე შილიო, კალდარა,
ჟორჟინიო (ბონავენტურა 78), მანდრაგორა, პელეგრინი (კრისტანტე 65), ბალოტელი (ბელოტი 86), ბერარდი (ინსინიე 74), კიეზა (ძაპაკოსტა 88)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან სჯობდა საფრანგეთი.იტალიაზე მეტი წარმოდგენა მქონდა.
სოსო
02 ივნისი 2018 11:04
0
ეს მანჩინი ამათ სულ დაღუპავთ.
ირაკლი
02 ივნისი 2018 08:49
0
Je vous adore et je vous félicite, bravo. Bonne chance pour le 16 juin contre Australie. C'est vous qui gagne! Viva la France!
mara
02 ივნისი 2018 04:27
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული