ტუნისის ნაკრების მეკარემ რამადანის მარხვის გამო ისიმულიანტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტუნისის ნაკრების მეკარე მუედ ჰასენმა თურქეთთან ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას, რამადანის მარხვის გამო ისიმულიანტა.

საქმე იმაშია, რომ რამადანის მარხვის დროს მუსლიმებს მზის ჩასვლამდე ჭამა ეკრძალებათ და ფეხბურთელებიც მთელი დღის განმავლობაში მშივრები იყვნენ.

მეკარემ კი გადაწყვიტა, თავისი ფეხბურთელები ამ გზით ენერგიაზე მოეყვანა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქციელს ჰასენმა პორტუგალიასთან ამხანაგურ შეხვედრაშიც მიმართა. ორივე მატჩი ტუნისმა ფრედ, 2:2 დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული