ყაზახეთმა "საქართველოს მსგავსი" ნაკრები გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ყაზახეთმა ასტანაში აზერბაიჯანის ნაკრები 3:0 დაამარცხა.

ყაზახების ახალმა მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანი თამაშის სტილით საქართველოს ეროვნული გუნდის მსგავსია და მასთან სპარინგი ამიტომ მოისურვა.

მე-12 წუთზე ისლამხანის პასით აზერების კარი თავურით მურთაზაევმა დალაშქრა, ხოლო ამის შემდეგ ორიოდ წუთში მუჟიკოვმა მეორე გოლი გაიტანა. მესამედ კი აზერები თამაშის დასასრულს შეცვლაზე შესულმა ზაუნუტდინოვმა დაამწუხრა.

ასე რომ, ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე სულაც არაა ადვილად დასამარცხებელი გუნდი. ყაზახები საქართველოს ნაკრებს 6 სექტემბერს ამავე სტადიონზე უმასპინძლებენ.

ასტანა. "ასტანა არენა". 22
500 მაყურებელი
ყაზახეთი - აზერბაიჯანი 3:0
გოლები: 1:0 მურთაზაევი (12), 2:0 მუჟიკოვი (14), 3:0 ზაუნუტდინოვი (90)

ყაზახეთი: ერიჩი, ბეისიბეკოვი, ისლამხანი (ვოროგვორსკი 90), კუატი (ლოგვინენკო 70), მალი, მურთაზაევი, მუჟიკოვი (ზაინუტდინოვი 63), პოსტნიკოვი, შეტკინი (ტურისბეკი 81), შომკო (სუიუმბაევი 52), ტუნგიშბაევი (ჟუკოვი 52)
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბლომად ხალხი კი მოსწყდომია! 500 მაყურებელი რა ამბავია?! :)
გელა
20:58 05-06-2018
2
საქართვწლოს მსგავსი ნაკრები ნამდვილად არ დაუმარცხებიათ.სანაკრებო დონეზე ჩვენი ნაკრები დ დივიზიონში ყელაზე მაგარი გუნდია
ბაჩო გ
21:17 05-06-2018
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული