"მათ სალაჰთან მომენტს ზედმეტი ყურადღება დაუთმეს. არ მინდოდა მელაპარაკა, რადგან ყველაფერი გადაჭარბებულია. მან ხელი ხელში ჩამავლო და მეორე მხარეს წაიქცა. მოჰამედმა მეორე ხელი იტკინა და თქვეს, რომ მე ძიუდოს ილეთი გამოვიყენე. მერე მეკარემ დაიჩივლა, რომ ჩემთან შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო. ეხლა ფირმინოს ჯერია, ალბათ იტყვის, რამოსის ოფლის წვეთი დამეცა და გავცივდიო.
სალაჰს ტექსტური შეტყობინებები გავუცვალე. საკმაოდ კარგად იყო. ნემსი რომ გაეკეთებინა, თამაშის გაგრძელებას შეძლებდა. ასე არაერთხელ მოვქცეულვარ. ასეთი რამ
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან ბრძოლისას "ლივერპულის" ფეხბურთელებმა მოჰამედ სალაჰმა და ლორის კარიუსმა ტრავმა მიიღეს.