სერხიო რამოსი "ლივერპულს" დასცინის: გაეკეთებინა სალაჰს ჩემსავით ნემსი და გაეგრძელებინა თამაში

AutoSharing Option
"რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა ითმინა, ითმინა, ვეღარ მოითმინა და კრიტიკოსებს უპასუხა.

"მათ სალაჰთან მომენტს ზედმეტი ყურადღება დაუთმეს. არ მინდოდა მელაპარაკა, რადგან ყველაფერი გადაჭარბებულია. მან ხელი ხელში ჩამავლო და მეორე მხარეს წაიქცა. მოჰამედმა მეორე ხელი იტკინა და თქვეს, რომ მე ძიუდოს ილეთი გამოვიყენე. მერე მეკარემ დაიჩივლა, რომ ჩემთან შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო. ეხლა ფირმინოს ჯერია, ალბათ იტყვის, რამოსის ოფლის წვეთი დამეცა და გავცივდიო.

სალაჰს ტექსტური შეტყობინებები გავუცვალე. საკმაოდ კარგად იყო. ნემსი რომ გაეკეთებინა, თამაშის გაგრძელებას შეძლებდა. ასე არაერთხელ მოვქცეულვარ. ასეთი რამ
ყველას ემართება, მაგრამ როდესაც მე რაღაც მსგავსს ვაკეთებ, მუდამ ერთი ამბავი ატყდება ხოლმე", - განუცხადა სერხიომ AS-ს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან ბრძოლისას "ლივერპულის" ფეხბურთელებმა მოჰამედ სალაჰმა და ლორის კარიუსმა ტრავმა მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არაკაცია
jaga
01:57 06-06-2018
7
ეს კაცი მაგარი ბოროტია
jaga
09:19 06-06-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული