ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია ერთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა

AutoSharing Option
ასტანაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანის განადგურების (3:0) შემდეგ, ყაზახეთის ნაკრების ბულგარელი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი ჩინებულ ხასიათზე იყო და ოპტიმისტური განცხადება გააკეთა:

"მთელს ყაზახეთს ვულოცავ გამარჯვებას. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. შედეგი მეორეხარისხოვანი გახლდათ. რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია. მთელი 90 წუთი ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პირველი ნახევარი საათი. ფეხბურთელები დაიღალნენ წარუმატებლობებისაგან. მადლობა კლუბებს, სწორედ ისინი ზრდიან ფეხბურთელებს.

პოტენციალი გვაქვს და ეს ევროპაში დავამტკიცეთ. ჩვენი დონის გუნდებთან ბრძოლა შეგვიძლია. ერთა ლიგამდე 3 თვეა. ნორმალური ჯგუფია. ვფიქრობ, შეგვიძლია ჯგუფიდან
გასვლა. ერთად უნდა მივაღწიოთ მიზანს. იმედია, სტადიონი გაივსება".

ყაზახეთის ნაკრები ჩვენს ეროვნულ გუნდს 6 სექტემბერს ასტანაში უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი უსუსურობის შემცედვარეებს,სხვებსაც გაუჩნდებათ იმედი.
სოსო
10:15 06-06-2018
0
მთავარია ამათთან გასვლაზე არ წავაგოთ და ჩათვალეთ გასულები ვართ ჯგუფიდან.
roma
10:42 06-06-2018
0

სიახლეები პოპულარული