გერმანიის ნაკრებმა საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლევერკუზენში საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა.

ავსტრიასთან სპარინგში ზურგის ტრავმა მიიღო გერმანელთა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა, საუდელებთან არ უთამაშია და შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, 17 ივნისს მექსიკასთან მონაწილეობა ვერ მიიღოს.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა 84-ე წუთზე პენალტი მოიგერია, მაგრამ ყველას ალ იასიმმა დაასწრო და ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

ლევერკუზენი. "ბაიარენა" 30 210 მაყურებელი
გერმანია - საუდის არაბეთი 2:1
გოლები: 1:0 ვერნერი (8), 2:0 ჰოსავი (43, ავტოგოლი), 2:1 ალ იასიმი (84)

გერმანია: ნოიერი (ტერ
შტეგენი 46), ბოატენგი (ზიულე 46), ჰუმელსი, კიმიხი (გინტერი 81), ჰედირა, კროოსი, ექტორი, დრაქსლერი, მიულერი (ბრანდტი 74), როისი (გიუნდოგანი 57), ვერნერი (გომეში 62)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული