საფრანგეთი აშშ-ს დუბლებთან წაგებისგან მბაპემ იხსნა, ჟირუს თავი გაუტყდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიონში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საფრანგეთმა ამერიკასთან ფრეს ძლივს მიაღწია - 1:1.

ამერიკელთა მწვრთნელმა დეივ სარაჩანმა ფრანგებთან ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ათამაშა, ხოლო გალების თავკაცმა დიდიე დეშამმა ოპტიმალური შემადგენლობა დაუპირისპირა.

ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელმა გრინმა გახსნა, ხოლო 78-ე წუთზე ბმაპემ საპასუხო გოლი გაიტანა.

მე-60 წუთზე ფრანგების ფორვარდი ოლივიე ჟირუ ამერიკელთა მცველს მეტიუ მიაზგას შეეჯახა, ორივეს თავი გაუტყდა, მიაზგა მაშინვე შეცვალეს, ხოლო ჟირუმ 87-ე წუთამდე თავახვეულმა გააგრძელა თამაში.

შეგახსენებთ, ამერიკელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.

საფრანგეთი: ლორისი,
სიდიბე (პავარი 73), ვარანი, უმტიტი, მენდი (ერნანდესი 66), პოგბა, კანტე, მატიუიდი (ტოლისო 58), გრიზმანი (ფეკირი 70), მბაპე (ლემარი 87), ჟირუ (დემბელე 87)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული