ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.
"დიახ, მზად ვარ, უფასოდ ვიმუშაო. ამის სანაცვლოდ არაფერს მოვითხოვ", - თქვა მარადონამ.
შეგახსენებთ, რომ მარადონა არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთხელ უკვე მუშაობდა, კონკრეტულად კი, 2008-დან 2010 წლამდე. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა გერმანიასთან 1/4-ფინალში დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ახლა არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ორ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ედგარ ბაუსას და ხერარდო მარტიონოს კომპენსაციას უხდის.
იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ხორხე სამპაოლის გაათავისუფლებს, მაშინ კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რომელიც 20 მლნ ევროს შეადგენს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით