დიეგო მარადონა მზადაა, არგენტინის ნაკრები უფასოდ გაწვრთნას

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ არგენტინის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

"დიახ, მზად ვარ, უფასოდ ვიმუშაო. ამის სანაცვლოდ არაფერს მოვითხოვ", - თქვა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ მარადონა არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერთხელ უკვე მუშაობდა, კონკრეტულად კი, 2008-დან 2010 წლამდე. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა გერმანიასთან 1/4-ფინალში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ახლა არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ორ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ედგარ ბაუსას და ხერარდო მარტიონოს კომპენსაციას უხდის.

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ხორხე სამპაოლის გაათავისუფლებს, მაშინ კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რომელიც 20 მლნ ევროს შეადგენს.


მომზადებულია Reuters-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
სიმეონე უნდათ მაგათ !!!
0
ცხადაძე არგენტინაში!!!! :):) ვიღაცამ ხო გაიფიქრა :) ყველგან ტენიან და ბარემ აქ იყოს :p
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული