ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "კოლხეთს" [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "კოლხეთს".

ისედაც ვერ ბრწყინავდა მიმდინარე სეზონში "კოლხეთი" და 6 ქულის ჩამოკლებამ და 5 ფეხბურთელის დისკვალიფიკაციამ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა ადვილი გამარჯჯვება მოიპოვეს და მორიგი 3 ქულა მიითვალეს. გოლები მარეკ გლინკამ, გრიგოლ დოლიძემ და გიორგი ქიმაძემ გაიტანეს.


ქუთაისი. "რამაზ შენგელია".
ტორპედო - კოლხეთი 3:0
გოლები: 1:0 მარეკ გლინკა (21), 2:0 გრიგოლ დოლიძე (59), 3:0 გიორგი ქიმაძე (73)

ტორპედო: როინ კვასხვაძე (კ), ანრი ჭიჭინაძე,
დავით ხურცილავა, გიორგი კუხიანიძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან კუტალია (თორნიკე კაპანაძე 67), გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მარეკ ჰლინკა (თენგიზ წიქარიძე 73), მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში (ლაზარ მარინი 60)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

კოლხეთი: ანდრი პოლტავცევი (ლუკა ნანავა 68), ვლადიმირ პანამარიოვი, სერგეი დანილოვი, ილია მიხაილოვი, ლუკა მახარაძე (ლუკა ხვიჩია 62), ოთარ კვერნაძე (გიორგი კახელიშვილი 46), პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე (კ), გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე, ვლადიმირ გოგბერაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული