შეწყვიტეთ! - ერიკ აბიდალმა სოციალურ ქსელში სურათი გაავრცელა და ჟურნალისტებს მიმართა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ერიკ აბიდალმა სურათი გაავრცელა, სადაც თავის ბიძაშვილ ჟერართან ერთად საავადმყოფოში იმყოფება.

სურათი ნათლად ასახავს და ამტკიცებს ფაქტს, რომ კატალონიელთა ყოფილი ფეხბურთელის ღვიძლის დონორი მართლაც მისი ბიძაშვილი იყო.

"ამ სურათით მსურს, ჩემი პატივისცემა ჟერარის მიმართ კიდევ ერთხელ გამოვხატო და მისი ღირსება დავიცვა.

მინდა, სახალხოდ დავგმო ზოგიერთი მედიასაშუალების დამოკიდებულება იმ ჩარევის კანონიერებაზე, რომელმაც ჩემი სიცოცხლე იხსნა.

შეწყვიტეთ!

მოვითხოვ პატივისცემას ჩემ მიმართ და ყველას მიმართ, რომლებზეც ამ მოვლენამ გავლენა მოახდინა", - დაწერა აბიდალმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ El Confidencial-მა
გაავრცელა ცნობა, თითქოს 2012 წელს აბიდალს ღვიძლი "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა შავ ბაზარზე შეუძინა.

აბიდალი ამჟამად "ბლაუგრანას" ტექნიკური დირექტორია, როსელს კი 7 მილიონი დოლარის მითვისება ბრალდება, უკვე ერთი წელიწადია პატიმრობაშია და სასამართლო ამ ზაფხულს გაიმართება.

altერიკ აბიდალი სიკვდილისგან "ბარსელონას" ექსპრეზიდენტს, სანდრო როსელს გადაურჩენია

altერიკ აბიდალი "ბარსელონას" ტექნიკურ მდივნად დაინიშნა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული