"ბარსელონას" პოლ პოგბას შეძენა 150 მილიონად შესთავაზეს

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტი" იუწყება, რომ "მანჩესტერისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შეიძლება კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენა 150 მილიონ ევროდ შესთავაზეს.

ხმები პოგბას მიერ "მანჩესტერის" დატოვების შესახებ შარშან დაირხა, როდესაც მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ძირითად შემადგენლობაში არ აყენებდა, თუმცა შემდეგ მან სასტარტოში ადგილი დაიბრუნა.

"ბარსა" ნახევარმცველებმა ანდრეს ინიესტამ და პაულინიომ დატოვეს და გუნდი ამ პოზიციაზე გაძლიერებას საჭიროებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული