"ტორპედოდან" აბარგებული ევგენი ბოხაშვილი "მინსკში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა, როდესაც "დნიპროს" დუბლებში თამაშობდა, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში იასპარეზა, მაგრამ შემდეგ პროგრესი შეწყვიტა და ბოლო ორი სეზონი დაბალი ლიგის გუნდებში გამოდიოდა. ზაფხულში ევგენი ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, მაგრამ ვერ გაამართლა იმედები, ეროვნული ლიგის 10 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და გუნდიდან წასვლა მოუწია.

დღეს ის ბელორუსის ჩემპიონატზე მე-10 ადგილზე მყოფ "მინსკში" ჩაირიცხა. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტი რომან მოროზოვი იუწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული