გამტაცებელი ტაისონების სახლთან პარკირებულ ავტომობილში იჯდა და როდესაც ფეხბურთელის დედა, როზანგელა ბარსელოსი ქუჩაში გავიდა, მისკენ ყვავილების თაიგულით გაემართა, რის შემდეგაც ქალი მანქანის საბარგულში ჩააგდო და მიიმალა.
როზაგნელა ბარსელოსი პოლიციამ საღამოს მეზობელ მუნიციპალიტეტში იპოვა. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ დამნაშავეები დააკავეს, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა არ გამხილა.