პირადი თვითმფრინავი, დიდი მანქანა - მარადონას ახალ კლუბში დახვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბელორუსში, კერძოდ კი, ბრესტში ჩავიდა, სადაც კლუბ ბრესტის "დინამოს" მართვის თავმჯდომარის პოსტზე იმუშავებს.

არგენტინელი ბრესტში თავისი პირადი თვითმფრინავით ჩავიდა. აეროპორტში მას კლუბის წარმომადგენლები, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი გოგონები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ბრესტის "დინამომ" "ტვიტერზე" მისი ჩამოსვლის კადრებიც კი გაავრცელა.

მარადონას მოგზაურობა ქალაქში დაუჯერებელი გამოდგა - ის დიდ მანქანაში ჩასვეს და ქალაქი ისე შემოატარეს.

Sportall.Ge

ამის შემდეგ არგენტინელმა კლუბის ბაზა დაათვალიერა, პრესკონფერენცია ჩაატარა და ბრესტის "დინამოსა" და სოლიგორსკის "შახტარს" შორის მატჩს დაესწრო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
შემდეგ ერთი ხოშიანად გაიბაბანა და მიითიშა... მთელი მსოფლიო დასცინის და ეგენი საქმეს აბარებენ?
ზურა
23:59 17-07-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული