მოსკოვის "ტორპედოდან" ფეხბურთელი კანის ფერის გამო გაუშვეს

AutoSharing Option
რუსეთის მე-3 დივიზიონის კლუბ მოსკოვის "ტორპედოდან" ფეხბურთელი კანის ფერის გამო გაუშვეს.

საქმე ისაა, რომ "ტორპედომ" რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გუნდმა რუსეთში დაბადებული და გაზრდილი, წარმოშობით კონგოელი მცველი ერვინგ ბოტაკა-იობომა დაიმატა.

აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ფანები გამოეხმაურნენ, რომლებმაც შემდეგი სახის წერილი გამოაქვეყნეს:

"ტორპედოს მაისურის ფერები შესაძლოა იყოს შავი, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ფეხბურთელიც შავკანიანი იყოს. თუ პატივს არ სცემთ ჩვენს ტრადიციას, შემდეგ ვნახოთ, ვინ ინანებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს რუსეთის ფეხბურთელთა კავშირის ხელმძღვანელიც გამოეხმაურა.

"მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ
სამწუხაროდ, იდიოტების ჯგუფი კვლავ რჩება.

ნებისმიერ ქვეყანაში შეზღუდული მსოფლმხედველობის ადამიანები არსებობენ, მაგრამ მსოფლიომ დაინახა, რომ მუნდიალზე ნებისმიერი ადამიანისთვის ჩვენი კარი ღია იყო", - აღნიშნა ალექსანდრ ზოტოვმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი კომენტარების ბლოკვით თქვენ წერას ვერ ისწავლით, მითქვამს მე ;)
გელა
15:25 21-07-2018
0
სტატიაში სულ სხვა რამე წერია და სათაურად სხვა.
????????
10:43 21-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული