05:28 27-07-2018
თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში 24-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ბეგუნოვმა გახსნა, 39-ე წუთზე კი სლოვაკმა მცველმა სიმჩაკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მასპინძლებმა მიუხედავად ამისა პირველი ტაიმის დასასრულს მოახერხეს პენალტით ანგარიშის გათანაბრება.
შეცვლაზე შესულმა მინსკელთა ნახევარმცველმა მაკასმა 77-ე წუთზე კვლავ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო 90+4-ე წუთზე ბელარუსთა სერბმა ლეგიონერმა ნიკოლიჩმა მესამედ დაამწუხრა მეკარე მაცეი და ფაქტიურად, საპასუხო შეხვედრა ფიქციად აქცია.
რაც შეეხება "დუნაისკას" კოტ დ'იუვარელ ფორვარდს ბაიოს, რომელმაც თბილისის "დინამოს" დაცვა დააწიოკა, მინსკელებმა გოლი არ გაატანინეს.
უკვე გაუწყეთ, რომ ბელარუსულ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი ჩაირიცხა, ის ამ მატჩის განაცხადში არ იყო, მაგრამ არაა გამორიცხული, განმეორებით შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გავყიდი თუ ვინმე იყიდსო ხო თქვა მარა რიგს ვერ ვხედავ რაცხა.
0
0
თბილისის "დინამოს" როგორი მწვრთნელიც ყავს ისეთ შედეგს იღებს. მინსკის "დინამოს" რომ შეხვედროდნენ არც მინდა ვიფიქრო როგორი შედეგით დამთავრდებოდა თამაში. ერთი კვალიფიციური მწვრთნელის ჩამოყვანა რა გახდა რომ გულშემატკივარი გაახარონ.
10
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული