ბელარუსულ გუნდს რუსეთში თამაში არ უნდა.
მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტმა ევგენი გინერმა რუსეთის პრემიერლიგის არარუსული გუნდებით გაზრდის იდეა წამოაყენა. სხვათა შორის, ამაზე კომენტარი უეფამაც გააკეთა. ეს ორგანიზაცია არაა გინერის იდეის წინააღმდეგი, ოღონდ ამისათვის იმ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა და კლუბებმა შესაბამისი თხოვნით უნდა მიმართონ.
ბელარუსის ჩემპიონატზე "ბატესთან" მატჩისას მინსკის "დინამოს" გულშემატკივრებმა ბანერი გამოფინეს, რომელზეც ეწერა:" ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის პრემიერლიგა".
მინსკის "დინამო" სსრკ-ს 1982 წლის ჩემპიონია, ახლა კი ბელარუსის პირველობაზე მე-4 ადგილზეა.