ერიკ აბიდალის ბიძაშვილი: ღვიძლის გადანერგვის სანაცვლოდ ერთი ცენტი არ ამიღია

AutoSharing Option
ერიკ აბიდალის ბიძაშვილმა ჟერარდ არმანმა განაცხადა, რომ მას ღვიძლის გადანერგის საფასურად არცერთი ცენტი არ აუღია.

"ერიკ აბიდალს ღვიძლი სრულიად უსასყიდლოდ მივეცი და წარმოდგენა არ მაქვს თუ საიდან ჩნდება ხმები იმის შესახებ, რომ მე ამაში ფული ავიღე.

უბრალოდ, ჩემი ოჯახის წევრის სიცოცხლე გადავარჩინე. ბარსელონაში ჩავედი, ანალიზები გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ დონორი შემეძლო ვყოფილიყავი.

დონორობა ერიკის ერთ-ერთ მეგობარსაც შეეძლო და სურვილი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ექიმებმა გადაწყვიტეს, დონორი მე ვყოფილიყავი.

ორი კვირა საავადმყოფოში გავატარე, მერე კი ოპერაცია გაგვიკეთეს", - თქვა არმანმა.

შეგახსენებთ, რომ
El Confidencial-მა გაავრცელა ცნობა, თითქოს 2012 წელს აბიდალს ღვიძლი "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა შავ ბაზარზე შეუძინა, რაც შემდეგ თავად ფეხბურთელმა უარყო და აღნიშნა, რომ დონორი მისი ბიძაშვილი იყო.

აბიდალი ამჟამად "ბლაუგრანას" ტექნიკური დირექტორია, როსელს კი 7 მილიონი დოლარის მითვისება ბრალდება, უკვე ერთი წელიწადია პატიმრობაშია და სასამართლო ამ ზაფხულს გაიმართება.

altშეწყვიტეთ! - ერიკ აბიდალმა სოციალურ ქსელში სურათი გაავრცელა და ჟურნალისტებს მიმართა

altერიკ აბიდალი სიკვდილისგან "ბარსელონას" ექსპრეზიდენტს, სანდრო როსელს გადაურჩენია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული