"ლოკომოტივმა" პსჟ-დან კრიხოვიაკი, ხოლო "შალკედან" კვირკველიას პოზიციაზე ჰიოვედესი დაიმატა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერებას განაგრძობს მოსკოვის "ლოკომოტივი".

"ლოკომ" ერთსეზონიანი არენდით, 1 მილიონ ევროდ, პსჟ-ს პოლონელი ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი აიყვანა, რომელიც გასულ სეზონში "ვესტ ბრომვიჩში იყო განათხოვრებული, თუმცა თავი დიდად არ გამოუჩენია - 28 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება მეორე ახალწვეულს, ეს "შალკეს" ექს-კაპიტანი, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ბენედიქტ ჰიოვედესია. ის გასულ სეზონში "იუვენტუსში" იჯარის წესით გაუშვეს, მაგრამ თამაში პრაქტიკულად არ უწევდა. ჰიოვედესი ცენტრალური მცველია და შეიძლება საბა კვირკველიას კონკურენტი გახდეს. ეს სიამოვნება რკინიგზულ კლუბს 4 მილიონი დაუჯდა.

altსაბა კვირკველიამ

ცსკა-ს ფეხბურთელს ხელი გაარტყა და გააძევეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული