მარტინ ედეგორი ვერ გამოდგა ვუნდერკინდი და "რეალი" ისევ გაანათხოვრებს

AutoSharing Option
ნორვეგიელმა ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ვერ გაამართლა იმედები და "რეალი" ისევ იჯარით გაუშვებს სადმე.

2015 წელს მაშინ 16 წლის ნორვეგიელი ედეგორი "რეალმა" "სტრომსგოდსეტისგან" შეიძინა, სეზონურ გასამრჯელოდ 2.25 მილიონი ევრო დაუნიშნა და ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც კი შეიყვანა. ის ძირითად გუნდში ვარჯიშობდა და "კასტილიაში" თამაშობდა, თუმცა თავი ვერაფრით ვერ წარმოაჩინა, 62 მატჩში 5 გოლი გაიტანა და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად შარშან "ჰერენვენში" გაუშვეს.

ვერც ჰოლანდიის პირველობაზე დაამახსოვრა ვინმეს რაიმე ღირებულით თავი ნორდმა, 38 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ახლა კი ბლანკოსის ახალმა მწვრთნელმა
ხულენ ლოპეტეგიმ წინასასეზონო შკრებაზე აშშ-ში თან იახლა, ათამაშა კიდეც და ვერდიქტი გამოუტანა - "რეალის" დონეს ვერ აკმაყოფილებს და ისევ იჯარით უნდა გაუშვან, სასურველია რომელიმე ესპანურ გუნდში.

altმარტინ ედეგორს მადრიდის "რეალმა" კონტრაქტი გაუგრძელა

altმარტინ ედეგორმა "რეალ კასტილიას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული