"ბარსელონამ" "მანჩესტერს" პოგბაში 50 მილიონი, მინა და გომეში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ "ბარსელონამ" "მანჩესტერს" ნახევარმცველ პოლ პოგბაში 50 მილიონი ევრო, მცველი იერი მინა და ჰავბეკი ანდრე გომეში შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

კლუბის ხელმძღვანელობა და მენეჯერი ჟოზე მოურინიო პოგბას "ბარსაში" გაშვების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, რადგან გუნდის წამყვან ფეხბურთელად და სახედ თვლიან, პრაქტიკული თვალსაზრისითაც არ სურთ შეელიონ და თანაც, ეს კლუბის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.

პოლს "მანიუსთან" ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და "ბარსას" კონტრაქტის 112 მილიონად გამოსყიდვა შეუძლია.

altაირია მონასტერი - მოურინიოს ვუდვორდი არ შეხვდა, პოგბა

კი "ბარსელონაში" გაურბის

altპოგბამ მოურინიოს თხოვნა არაფრად ჩააგდო - "ბარსელონაში" ინიესტას 8-ნომრიან მაისურს სთავაზობენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ერთ მინასაც არ დავუთმობდი პოგბაში. რა ნახეს, ერთი ახირებული, გატუტუცებული ტიპია, ან საერთოდ რა გააკეთა ისეთი კარიერაში? მინამ რაც გააკეთა -მსოფლიოზე ვნახეთ. ასეთი მცველი გყავდეს და ხურდაში ატანდე ვიღაცას?
levani
14:23 07-08-2018
1

სიახლეები პოპულარული