ესპანელმა კარიერა ჩრდილოეთ ირლანდიის კლუბ "გლენტორანში" დაასრულა და კლუბმა ის აკადემიის ფეხბურთელების დაჯილდოებაზე მიიწვია.
მოულოდნელად, მას ბელფასტის აეროპორტში "სელტიკის" ფანები დახვდნენ, რომლებიც მღეროდნენ:
"ნაჩო ნოვო, იმედი მაქვს, ძილში მოკვდები".
თავდაპირველად, ყოფილმა ფეხბურთელმა ფანებს შუათითი უჩვენა და გაუცინა, შემდეგ კი დაპირისპირება აეროპორტის გარეთ გაგრძელდა.
ნოვომ ერთ-ერთ გულშემატკივარს უთხრა:
"რამე დაგიშავე? რა ჯანდაბა გჭირს, ასე უპატივცემულოდ რატომ იქცევი?!".
ინციდენტი ამ შელაპარაკების შემდეგ საბოლოოდ ამოიწურა და ნაჩოც აკადემიის დაჯილდოებაზე წავიდა.
კომენტარი ჩრდილოირლანდიურმა
აქვე გეტყვით, რომ "რეინჯერსის" ლეგენდების შეხვედრაში ნოვომ წლის დასაწყისში გულის შეტევა მიიღო და სიკვდილს ძლივს გადაურჩა. "სელტიკის" ფანების შეძახილიც სწორედ ამას ეხმაურებოდა.
ნაჩო ნოვო შოტლანდიური კლუბის ღირსებას 2004-10 წლებში იცავდა.
"რეინჯერსის" ყოფილმა ფეხბურთელმა კვების მოძრავი ობიექტი გახსნა