ლატვიური "ვენტსპილსის" თავდამსხმელი ადელეკე აკინიემი უცნობებმა გაიტაცეს და მძევლად ჰყავთ აყვანილი.
კრიმინალები კლუბის ხელმძღვანელობას აშანტაჟებენ და გამოსასყიდს ითხოვენ.
ლატვიურ კლუბში ვარაუდობენ, რომ ეს ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრების ჩადენილია.
"ეს ადამიანები ცდილობენ, კლუბი აიძულონ, მიიღოს შეთანხმების მიუღებელი პირობები. სხვა შემთხვევაში აკინიემის არ დააბრუნებენ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ფეხბურთელი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გაიტაცეს", - წერია "ვენტსპილსის" ოფიციალურ საიტზე.
19 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი ლატვიის თასის მეოთხედფინალურ მატჩამდე კლუბის შეკრებაზე არ გამოცხადდა. აკინიემი ლატვიის ჩემპიონატის ბომბარდირია, მის ანგარიშზე 16 მატჩში 13 გატანილი გოლია.
15:23 08-08-2018
ლატვიური კლუბის ბომბარდირი მოიტაცეს და კლუბს აშანტაჟებენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული