უტკინი "ზენიტის" მინსკის "დინამოსთან" დამარცხებაზე: ეს ფსკერია, შემდეგ ორი ფენა განავალია და მერე კიდევ ერთი

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა ევროპა ლიგაზე სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" მინსკის "დინამოსთან" განადგურებაზე (0:4) გააკეთა კომენტარი.

"განსაკუთრებულად სათქმელიც არაფერი მაქვს. ყველა მეკითხება, რატომ არ ვიღებ ხმას. ყველაფერზე არ ვსაუბრობ. მე მთლად მედიასაშუალება არა ვარ, მედიასაშუალება ვარ ჩემი სიამოვნებისათვის. ამ თამაშის ყურებისგან სიამოვნებას ვერ მივიღებდი და არც მიყურებია. მეხუთე ტურამდე "ზენიტის" მატჩებს არ ვუყურებ. არაა საჭირო. თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდებიან, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფიასკო იქნება.

მაღიზიანებს ის, რომ რუსეთის ჩემპიონატის კალენდარს "ზენიტის" სასარგებლოდ ადგენენ. ვთვლი, რომ გუნდის ახალმა
ხელმძღვანელობამ საქმე დინებას მიუშვა. პატივს ვცემ იმათ, ვინც ამას აშუქებს. თუმცა, ეს ჩემთვის საინტერესოა. სხვის დაწერილს ვკითხულობ, თავად კი ხმას არ ვიღებ.

მინსკში 0:4 წაგება კომენტარს არ საჭიროებს. ყველაფერი ნათელია. ეს ფსკერია, შემდეგ ორი ფენა განავალია და მერე კიდევ ერთი. აი, განმეორებითი შეხვედრა ძალიან საინტერესოა. ეს უკვე გამოწვევაა, კონკრეტული რთული ვითარებაა როგორც პროფესიონალური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით. აუცილებლად წავალ სტადინზე და "ზენიტს" ვუგულშემატკივრებ. მინდა სემაკის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდეს".

altალეკსანდრე ლუკაშენკო:" "ზენიტი" გაბღენძილი ჩამოვიდა და მატჩის ბოლოს მისი ფეხბურთელები ოთხი ფეხით დადიოდნენ

altვასილი უტკინი: რუსეთის მერვედფინალში გასვლა არ გამიხარდა. ესპანეთის ნაკრები უკვდავი კაშეია, თავისი სიკვდილის მატარებელია

altრუსმა კომენტატორმა ვასილი უტკინმა "სპარტაკს" განავალი უწოდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გინდა ერთია, მაგრამ შანსი რომ არა აქვს? და ამ სემაკმა მწვრთნელის კურსები მაინც გაიარა? გუშინ კარიერას მორჩა და დღეს ზენიტი ჩააბარეს მილიარდერებმა. არაფერზე მიგანიშნებს ეს?
დავით 67
01:45 12-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული