"სპარტაკი" ჩემპიონთა ლიგიდან პაოკ-მა გამოაგდო, ხაჩერიდიმ გულშემატკივრებს ნიშნისმოგებით უკრაინის ნაკრების წვივსაფარი აჩვენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის "სპარტაკი" სალონიკის პაოკ-თან დამარცხდა (2:3, 0:0), გათამაშებას გამოეთიშა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

პირველი მატჩი "სპარტაკმა" საბერძნეთში 2:3 წააგო და განმეორებიში შეხვედრის მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის დიდი იმედი ჰქონდა. თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია, "ოტკრიტიე არენა" პირთამდე გაივსო, 40 385 მაყურებელი მივიდა, მაგრამ მათმა საყვარელმა გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია.

33-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა მოსკოველთა ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ადრიანო, "სპარტაკს" მთელი 90 წუთის განმავლობაში ბურთი მეტოქის კარში რ დაურტყამს და მატჩი
0:0 დასრულდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ პაოკ-ის ეროვნებით ბერძენი მცველი ევგენი ხაჩერიდი, რომელიც უკრაინის ნაკრების ფეხბურთელია, ტრიბუნასთან მივიდა და ნიშნისმოგებით აჩვენა უკრაინის ნაკრების წვივსაფარი.

"სპარტაკის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ტრავმამორჩენილმა მცველმა გიორგი ჯიქიამ, ხოლო ნაოპერაციევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე  ჯერაც არ ჩამდგარა მწყობრში.

alt"სპარტაკის" ექსპრეზიდენტი: თანასწორობის აღსადგენად მოსკოვში ორი ბერძენი დავთეთქვოთ

alt"სპარტაკის" ჟურნალისტები სალონიკში გალახეს, პაოკ-მა კი თამაში 0:2-დან შემოუტრიალა [VIDEO]

altევგენი კაფელნიკოვი: რუსეთი ფინალში? ეს იგივეა, რომ ვთქვათ, "სპარტაკმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა ითამაშოსო

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოეშვით ამ ჯიქიას არ თვლის ეგ კაცი თავს ქართველად რუსია რუსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
GIORGI
11 სექტემბერი 2018 13:33
0
და რუსებს რამდენი გუნდი ყავს ლიგაზე.ორი ხოდა ეყოფათ აი ჩვენ რამდენი გვყვავს ჩვენ. გულის მოფხანაც კიარ ღირს ისეთ დღეშია ჩვენი ფეხბურთი.
zaza
15 აგვისტო 2018 17:20
6
რა მძიმე და ცუდია, როცა ყველას ეზიზღები და ერთი სული აქვთ მიწასთან გაგასწორონ ყველანაირად.
....
15 აგვისტო 2018 09:36
2
ჟურნალისტებო ! არ დაიღალეთ ვიღაც რუს ჯიქიაზე გაუთავებელი წერით ? არ არის ქართველი, რუსია, რუსი! წარმოშობით მენგრელეცი ვარო. იმ სპარტაკში მაინც რამეს წარმოადგენდეს. აჰა გამოვარდნენ და ეხლა ?
: )))))))
15 აგვისტო 2018 07:18
2
თან გვარიც არასწორია, ჯიქია კი არა დჟიკია
:((
15 აგვისტო 2018 12:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული