"სპარტაკის" ჟურნალისტები სალონიკში გალახეს, პაოკ-მა კი თამაში 0:2-დან შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სპარტაკის" და საერთოდ, რუსი ფანები სადაც მიდიან, ყველგან გამომწვევად იქცევიან, მათ უნდათ შიშის ზარს სცემდნენ მთელს ევროპას და პასუხსაც საკადრისს იღებენ. ასე მოხდა დღეს სალონიკშიც, სადაც ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში პაოკ-მა "სპარტაკი" 3:2 დაამარცხა.

რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა როგორც სჩვევიათ ერთი ამბავი ატეხეს: არიქა, გვცემენ, გვძარცვავენ, გვაწიოკებენო.

სიტუაცია ბერძნული კლუბის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განმარტა:"აკრედიტაციის გარეშე მყოფმა პირებმა ადგილობრივი ფანების წინ ჩაიარეს და ჟესტებით აჩვენეს, რომ ყელს გამოჭრიდნენ, რის შემდეგაც მოხ
და ინციდენტი".

რაც შეეხება მატჩს, მოსოვური გუნდი 0:2-ს იგებდა და 2:3 წააგო.

ამა წლის თებერვალში ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩზე ბილბაოში "ატლეტიკთან" საქომაგოდ "სპარტაკის" 2 500 ფანი ჩავიდა, რომელთა ადგილობრივ გულშემატკივრებთან ჩხუბის დროს 50 წლის პოლიციელი ინოსენსიო არიასა გარსია გარდაიცვალა. ამის გამო უეფამ "სპარტაკის" გულშემატკივრებს საბერძნეთში თამაშზე დასწრება აუკრძალა.

altბილბაოს მერი: რუსებო, თქვენი დანახვა არ გვინდა!

altრა ხდებოდა ბილბაოში - სისხლიანი დღე ბასკეთში, რომელიც რუსების ვიზიტს მოჰყვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
აი, ვანუშკები ბ.... დ
Givi
18:14 09-08-2018
1
ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ თორე სპარტაკამდე ბევრი უკლია ქართულ გუნდებს დიდი ალბათობით სახლში მოუგებს და გავა.და ერთი გუნდი კიდე ლიგაზე ყავთ პირდაპირ.
zaza
10:35 09-08-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული