უეფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის 4 ფეხბურთელი იბრძოლებს

AutoSharing Option
უეფა-მ 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მისაღებად სამი ნომინანტი დაასახელა.

სამეულში მოხვდნენ: მადრიდის "რეალის" ყოფილი და ტურინის "იუვენტუსის" მოქმედი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, "ლივერპულის" ფორვარდი მოჰამედ სალაჰი და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.

გაფართოებულ სიაში ასევე იყვნენ: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), კილიან მბაპე, (პსჟ), კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი), რაფაელ ვარანი (რეალი), ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო რამოსი (რეალი).

გამარჯვებულები 30 აგვისტოს, გალა-საღამოზე გამოვლინდებიან. ამავე დღეს ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

altUefa-მ ნომინანტები დაასახელა -

2017/18 წლების საუკეთესოთა სიაში ექვსი "რეალის" ფეხბურთელია
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ვერ ამოვიკითხე, თუ მეოთხე ფეხბურთელი არ წერია?
irakli
11:55 21-08-2018
0
3=4
Alex
15:41 21-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული