ვეა ძალიან მადლიერია თავისი ყოფილი მწვრთნელის არსენ ვენგერის და მისთვის საპატიო ჯილდოს მინიჭება თვითონ გადაწყვიტა.
"ვეას ისტორია არაჩვეულებრივია. მასზე წიგნი შეიძლება დაიწეროს. მარტო კარგი ფეხბურთელი კი არ იყო, არამედ კარგი ადამიანიცაა. მე ჩავიყვანე საფრანგეთში და ეს ისტორიაც შესანიშნავია. 50 ათას ფუნტად შევიძინეთ. ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდა. ამბიციური იყო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე და თავისას მიაღწია", - განაცხადა ვენგერმა.
"ოქროს ბურთის" მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა
არსენ ვენგერი შესაძლოა იაპონიის ნაკრების მწვრთნელი გახდეს
არსენ ვენგერი: შესაძლოა, ერთ კლუბში გატარებული 22 წელი ჩემი მთავარი შეცდომაა