არსენ ვენგერი ლიბერიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

AutoSharing Option
"არსენალისა" და "მონაკოს" ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი, ლიბერიის პრეზიდენტის ჟორჟ ვეას საფეხბურთო კარიერაში შეტანილი წვლილისათვის, ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი თავად ვეამ დააჯილდოვა.

ვეა ძალიან მადლიერია თავისი ყოფილი მწვრთნელის არსენ ვენგერის და მისთვის საპატიო ჯილდოს მინიჭება თვითონ გადაწყვიტა.

"ვეას ისტორია არაჩვეულებრივია. მასზე წიგნი შეიძლება დაიწეროს. მარტო კარგი ფეხბურთელი კი არ იყო, არამედ კარგი ადამიანიცაა. მე ჩავიყვანე საფრანგეთში და ეს ისტორიაც შესანიშნავია. 50 ათას ფუნტად შევიძინეთ. ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდა. ამბიციური იყო, ნიჭიერი და შრომისმოყვარე და თავისას მიაღწია", - განაცხადა ვენგერმა.

alt"ოქროს ბურთის"

მფლობელი ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა

altარსენ ვენგერი შესაძლოა იაპონიის ნაკრების მწვრთნელი გახდეს

altარსენ ვენგერი: შესაძლოა, ერთ კლუბში გატარებული 22 წელი ჩემი მთავარი შეცდომაა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული