არსენ ვენგერი: შესაძლოა, ერთ კლუბში გატარებული 22 წელი ჩემი მთავარი შეცდომაა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა საკუთარი კარიერის შესახებ ისაუბრა.

"შესაძლოა, ერთ კლუბში გატარებული 22 წელი ჩემი მთავარი შეცდომაა. ერთ ადგილზე ჯდომა არ მიყვარს, გამოწვევები მიყვარს. ისე გამოვიდა, რომ მთელი ეს დრო ჩემი გამოწვევის მსხვერპლი ვიყავი.

ყველას წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ვინც ჩემ გამო იტანჯებოდა. ჩემი მუშაობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზოგს ახარებს, ზოგს კი სწყინს. 25-წევრიან გუნდთან მუშაობისას ყოველ შაბათს ან სამშაბათს 14 სკამზე უნდა დასვა.

ასევე, თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმ მოთამაშეების წინაშე, რომლებსაც ვერ
გავუგე და მათი პოტენციალის რეალიზებაში ხელი ვერ შევუწყვე", - თქვა ვენგერმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული