"ბაიერნმა" ბასტიან შვაინშტაიგერის გამოსათხოვარ მატჩში "ჩიკაგო ფაირი" გაანადგურა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" თავის ყოფილ ნახევარმცველს ბასტიან შვაიშტაიგერს მიუნხენში გამოსათხოვარი მატჩი გაუმართა.

34 წლის ბასტიანმა თავისი ყოფილი და ამჟამინდელი გუნდების "ბაიერნისა" და "ჩიკაგო ფაირის" შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მას ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 31 დეკემბერს უმთავრდება, "რეკორდმაისტერმა" კი დიდების დარბაზში შეიყვანა. შვაინშტაიგერი "ბაიერნში" 2002-2015 წლებში თამაშობდა, შვიდჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და 500 მატჩში 68 გოლი გაიტანა.

მიუნხენი. "ალიანც არენა"
ბაიერნი - ჩიკაგო 4:0
გოლები: 1:0 გნაბრი (7), 2:0 ვაგნერი (38), 3:0 რობენი (63), 4:0 შვაინშტაიგერი (83)

ბაიერნი: ულრაიხი (ნოიერი 60), კიმიხი
(რაფინია 46), მაი (ზენკბაილი 46, მეიერი 81), ჰუმელსი (შვაინშტაიგერი 1), ბერნატი (მიულერი 61, შაბანი 81), გორეცკა (ჩჟონ ვუ ენი 37, ალკანტარა 62), ტოლისო (რიბერი 60), გნაბრი (ალაბა 61), სანშეში (რობენი 60), ხამესი (ბოატენგი 46), ვაგნერი (ლევანდოვსკი 61)

ჩიკაგო: კლივლენდი (სანჩესი 46), კაპელჰოფი, დინი, ვინსენტი, მიხაილოვიჩი (კონერი 79), მაკარტი (ლილარდი 83), ჰასლერი (ადამსი 83), კატაი (კოლერი 79), დე ლეუვი (გორდონი 79), ნიკოლიჩი (ჯონსონი 83)

altანა ივანოვიჩი და ბასტიან შვაინშტაიგერი მშობლები გახდნენ

altშვაინშტაიგერი - იბრაჰიმოვიჩს: დაანებე ჩემს დევნას თავი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული