"მე ეს ტრანსფერი უცნაურად მეჩვენება. რონალდომ "რეალში" ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ახალი თავგადასავლის საძიებლად დატოვა გუნდი.
როდესაც 32 წლის ვიყავი, არაერთი კლუბი ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ დავიღალე და თამაშს თავი დავანებე. მართალი გითხრათ, რონალდოსი არ მესმის", - განუცხადა პლატინიმ "ეკიპს".
პლატინი "იუვენტუსში" 1982-1987 წლებში ასპარეზობდა და იქ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა.
მიშელ პლატინიმ მუნდიალის კენჭისყრაში თაღლითობა აღიარა [VIDEO]