მიშელ პლატინიმ მუნდიალის კენჭისყრაში თაღლითობა აღიარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ აღიარა, რომ 1998 წლის მუნდიალზე თავისი ქვეყნის ნაკრებს წილისყრისას ისეთი ბადე შეურჩია, რომ ფინალამდე ბრაზილიას არ შეხვედროდა. ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, თუ რა სიბინძურე ტრიალებს დიდ ფეხბურთში და როგორ უკანონოდ უწყობენ მაღალი ჩინოსნები თავიანთი ქვეყნების ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ხელს.

"როდესაც კალენდარს ვადგენდით, პატარა ხრიკი ვიხმარეთ. თუ ჩვენ ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებდით, ბრაზილია კი თავის ჯგუფში მეორე ადგილს, შეიძლებოდა ფინალამდე დავჯახებოდით ერთმანეთს.

თქვენ რა, მართლა ფიქრობთ, რომ ამას სხვები თავიანთი ნაკრებისთვის არ იზამდნენ?
საფრანგეთი - ბრაზილიის ფინალი ყველას ოცნება იყო", - განუცხადა პლატინიმ France Bleu-ს.

მაშინ პლატინი მუნდიალის ორგკომიტეტის თანათავმჯდომარე იყო. 2015 წელს მას 8 წლით აუკრძალეს საფეხბურთო საქმიანობა. 2016 წელს ეს ვადა 6 წლამდე შეუმცირეს.

შეგახსენებთ, ფინალში საფრანგეთმა ბრაზილია 3:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რონალდოს ხან აპტარა ბუცები ჩააცვეს ხან ცოლმა ანერვიულა
Jora
23:20 19-05-2018
0
ავტორების საყურადღებოდ: ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში (პლატინიმდე დიდი ხნით ადრე) და ამაში (ბადის შერჩევაში) არავითარი კრიმინალი არ არის. ასე რო, სანამ რამეს დაბეჭდავთ ასეთი მკვეთრი სათაურით, გადაამოწმეთ ინფორმაცია!
irakli
22:45 19-05-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული