კეილორ ნავასი კოსტა-რიკის ნაკრებში არ გამოიძახეს

AutoSharing Option
"რეალის" მეკარე კეილორ ნავასი სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან მატჩებში მონაწილეობის მისაღებად კოსტა-რიკის ნაკრებში არ გამოიძახეს.

"მარკას" ცნობით, ნავასი სანაკრებო პაუზისას მადრიდში დარჩება და "რეალში" განაგრძობს ვარჯიშს.

კოსტა-რიკის ნაკრების მწვრთნელმა ეს გუნდის გაახალგაზრდავების პროცესით ახსნა.

არადა, კეილორი 31 წლისაა და მთლად ვეტერანიც არაა, მით უმეტეს, გოლკიპერის კვალობაზე.

alt"რეალის" ფანებს მიაჩნიათ, რომ ძირითადი მეკარე კეილორ ნავასი უნდა იყოს

altAS: კურტუა "რეალში" თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ნავასი კი პრიმერაზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული